2/26/2013

არქეოლოგიური მოგზაურობანი


                                 ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიური
                                                      მოგზაურობანი

       არქეოლოგია თანამედროვე გაგებით მხოლოდ გათხრითს საქმიანობას გულისხმობს. ექვთიმე თაყაიშვილსა და მის თანამედროვეებს ეს ტერმინი უფრო ფართოდ ესმოდათ. კერძოდ,  არქეოლოგიაში გულისხმობდნენ ტაძრთა და საეკლესიო წიგნთა აღწერას, მიწაში დაფლული ნაშთბის გათხრას და სხვ. ამდენად, ბუნებრივია, ასეთი ფართო საქამიანობის გასაშლელად ბევრი მოგზაურობა უდა ჩეტარებინათ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და, მიუხედავად იმისა, რომ ექვთიმე თაყაიშვილს მძიმე ფიზიკური ნაკლი ჰქონდა - ის ბავშვობიდან კოჭლობდა, მას არ დაუტოვებია საქართველოს არც ერტი კუთხე, რომ ფეხით არ მოევლოს, აქ არსებული ყველა ისტორიული ძეგლი არ აღეწეროს და არ შეესწავლოს. ამიტომაა, რომ ასე ფასდაედებელია მისი არქეოლოგიური მოგზაურობანი.
        ექვთიმე თაყაიშვილს თავიდანვე არ უფიქრია არქეოლოგიურ მოღვაწეობაზე. მან პეტერბურგის უნივერსიტეტი დაამთავრა და პედაგგობა ჰქონდა გადაწყვეტილი. იმ დროს პეტერბურგში სხვა ქართველების სწავლობდნენ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მათ სამშბლოში დაბრუნება და მუშობა ჰქონდათ გადაწყვეტილი.
         ექვთმე თაყაიშვილიც გამოემზავრა საქართველოში პედაგოგიური მუშაობის დასაწყებად. მან პეტერბურგშივე დაიწყო კავკასიის შესახებ წიგნების შეგროვება, მაგრამ იგი არქეოლოგიაზე სრულიადაც არ ფიქრობდა.
         როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ე. თაყაიშვილის სამეცნიერო მუშაობა ძირითადად მაშინ დაიწყო როდესაც იგი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში აირჩიეს. სწორედ წერა-კითხვის გამავრცელებელი საქოგადოებიდან იწყება ექვთიმეს, როგორც არქეოლოგის მოღვაწეობა.
         თაყაიშვილმა რამდენიმე ათეული წლის მანძილზე სისტემატური კვლევისა და ძებნის შედეგად ბევრი ახალი, სრულიად უცნობი პირველხარისხოვანი ძეგლი აღმოაჩინა. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭბა მის მიერ აღმოჩენილ "ვეფხისტყაოსნის" ძველ ხელნაწერებს. მან თავი მოუყარა 17 ხელნაწერს, რომელთა შორის ზოგი მეტად საყურადღებო იყო როგორც ვარიანტებით, ისე მხატვრობით; საერთოდ კი 24 ხელნაწერის შსახებ მოკრიბა ცნობდა.
          ექვთიმე თაყაიშვილის მიერ თავმოყრილს "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერთა შორის უძველესი იყო 1646 წლისა, რომელიც საზოგადოებამ ვინმე კორინთელისაგან შეიძინა. საზოგადოების შენაძნთ შორის არის აგრეთვე მეფე გიორგი XI-ისათვის 1680 წელს მისი მდივნის ბეგთაბეგის მიერ გადაწერილი "ვეფხისტყაოსანი".  "ეს ხელნაწერი გამოირჩვა აშიებზე მოხატული სამკაულებით" - ამბობდა ექვთიმე.
           ექვთიმე თაყაიშვილის დიდი დამსახურება პელაგია წერეთლისეული "ვეფხისტყაოსნი" გადარჩენა, რომელიც ერტ-ერტი მნიშვნელოვანი ეგზემპლართაგანი იყო, სიუჟეტური მინიატურებით დასურათებული.
          1880-90-იან წლებში არქეოლოგიური კვლევების ფართოდ გაშლა ძლიან ჭირდა. ე.წ. კავკასიის არქეოლოგიის საზოგადოება მოყვარულთა საზოგადოება დაიხურა. შემდეგ კავკასიის ისტორია-არქეოლოგიის საზოგადოებამაც შეწყვიტა არსებობა. ორივე ეს საზოგადოება ისე მალე დაიხურა, რომ მათ სასარგებლო საქმიანობის ფართდ გაშლა ვერ მოახერხეს.
          პირველი ქართველი არქეოლოგი, რომელმაც ექვთიმე თაყაიშვილზე ადრე ჩაატარა გათხრები საქართველოში, ნიკო მარი იყო. მან გათხარა ძველი, წინაქრისტიანული სასაფლაო დებედის ხეობაში, სოფ. ვორნაკში, და მეტად საინტერესო ნივთები აღმოაჩინა. მაგარმ მაგრამ მალე ნიკო მარმა ანისში დაიწყო გათხრები და მთლი ყურადღება იქით გადაიტანა. ვორნაკი რომ უყურადღებოდ არ დარჩენილიყო, იქ თხრის გაგრძლება საიმპერატორო არქეოლოგიურმა კომისიამ ექვთიმე თაყაიშვილს შესთავაზა. ექვთიმე თაყაიშვილი დათახმდა და დაიწყო საქმიანობა. ეს იყო 1894 წელს.
         ვორნაკში ბრინჯაოს ხანის სამარხები აღმოჩნდა. საერთოდ, ვორნაკის სამარხები მდიდარი იყო. აღმოჩენილ მასალაზე მუშაობამ ექვთიმე თაყაიშვილს გარკვეული გამოცდილება შესძინა. იგი თანდათან წახალისდა და შემდგომში უფრო თამამად მიჰყო ხელი გათხრების წარმოებას.
         1917 წლის რევოლუციამდე ექვთიმე თაყაიშვილი იყო ერთადერთი ქართველი არქეოლოგი, რომელიც გათხრებს აწარმოებდა. იგი პარალელურად პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მუშაობასაც ეწეოდა, დიდ ყურადღებას უთმობდა მიწის ზედა ძეგლების აღწერა-შგროვებას.
         დიდი ღვაწლი მიუძღვის ექვთიმე თყაიშვილს "ახალგიროს განძის" შესანიშნავი მასალების შგროვებისა და დაცვის საქმეში. მან კვალდაკვალ სდია ამ განძის შემსყიდველ-გადამყიდველებს, სანამ განძს უმეტეს ნაწილს თავი არ მოუყარა და საბოლოოდ კავკასიის მუზეუმში არ დააბინავა.
          ექვთიმე თაყაიშვილი იმდენად დატვირთული იყო არქეოლოგიური მოღვაწეობიტ, რომ სხვა რამისთვის ვეღრ იცლიდა. ერთხელ ექვთიმეს ძმა ნიკოლოზი ავად გახდა. იგი ოზურგეთში ცხოვრობდა. მოუცლელობის გამო ექვთიმემ ვერ მოახერხა მასთან ჩსვლა, წამლები და ექიმები კი დროულად მიაშველა. ძმა მეტად ნაწყენი დარჩა და გაბრაზებულმა მოსწერა, შენ მხოლოდ მაშინ ჩამოხვიდოდი, რომ მეცნობებინა, "найдена археологическая жестунка".
          ექვთიმე თაყაიშვილის გულმოდგინე დაკვირვებულობის შემდეგ იყო "ხელმწიფის კარის გარიგების" ხელნაწერის აღმოჩენა. ეს ექვთიმემ ქართლში მოგზაურობის დროს გაპარტახებულ სახლში იპოვა, ნაგავში. ექვთიმე თყაიშვილი მუდამ ცდილობდა, რომ ყოველივე ის, რასაც აღმოაჩნდა, პირველივე სახით უცვლელად გამოეცა. ასევე მოიქცა აღნიშნული ხელნაწერის მიმართაც. 1920 წლის მაისში თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობამ "ხელმწიფის კარის გარიგება" წინასიტყვაობით გამოსცა. მიუხედავად იმისა, რომ თხზულებამ ჩვენამდე მთლიანად ვერ მოაღწია, მისი მნიშვნელობა მეტად დიდია.
          "ხელმწიფის კარის გარიგების" აღმოჩენა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ უთუოდ დიდი საქმე იყო, ამიტომაა რომ ასეთი მნიშვნელობა ჰქონდა მის არქეოლოგიურ მოგზაურობებს, რომლებიც ყოველთვის ნაყოფიერად მთავრდებოდა.
          უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ექვთიმე თაყაიშვილის მოგზაურობებს სამხრეთ საქართველოში". ეს არის საქართველოს სამხრეთი ნაწილი, რომელიც ამჟამად თურქეთის საზღვრებშია მოქცეული.
          ექვთიმე თყაიშვილმა საქართველოს სამხრეთ ნაწილში სამჯერ იმოგზაურა.
          პირველი ექსპედიცია მოეწყო 1902 წელს. ექსპედიციაში ექვთიმე თყაიშვილთან ერთდ მონაწილეობდნენ ხუროთმოძღვარი სიმონ კლდიაშვილი და ფოტოგრაფი ალექსანდრე მამუჩაიშვილი. ახალციხისა და ახალქალაქის ზოგ ძეგლთან ერთად მაშინ მათ გამოიკვლეს არტაანის ოლქის ძეგლებიც, ოლთისის ოლქის ნაწილი.
          მეორე ექსპედიცია 1907 წელს მოეწყო. ექსპედიციის შემადგენლობაში იყვნენ ხუროთმოძღვარი ანატოლი კალგინი და მოხალისე ფოტოგრაფი ედუარდ ლიოზინი. გამოკვლეულ იქნა არტაანის ოლქის კოლას რაიონის ძეგლები და დამთვრდა ოლთისის ოლქის შესწავლა.
          მესამე ექსპედიცია 1917 წელს მოეწყო. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული ისტორიული ძეგლები შესწავლასა და გამომზეურებას ელოდნენ და ექვთიმეც დიდი მონდომებით ეწეოდა ამ საქმეს. ის იგონებს: "საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისათვისაც. პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მით უმეტეს, რომ ჩემ თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს".
           ექვთიმემ საკუთარი თვალით იქილა საქართველოს თითქმის ყველა მიწისზედა ძგლი, თავად შეიგრძნო ბევრი მათგანის სიდიადე, იმ ხუროთმოძღვართა ნიჭი და ძალა, რომელთც შქმნეს საქართველოს ეს დიდებანი. სამწუხაროდ, ბევრი მათგანის სახელი უკვალოდ გაქრა. ბევრს არცთუ ისე სახარბიელო ბედი ჰქონდა. მცხეთის სვეტიცხოვლის დიდებული ტაძრის ამგებს, კონსტანტინე არსაკიძეს, მარჯვენა მოსჭღეს იმისათვის, რომ სხვაგან აღარ აეგო მსგავსი ტაძარი. ხალხმა თქმულებაში შემოინახა კონსტანტინე არსაკიძის სახე. ერთ ხალხურ ლექსში ხუროთმოძღვარი ამბობს:
             
                                         "ხეკორძულას წყალი მისვამს,
                                          მცხეთა ისე ამიგია.
                                          დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს,
                                          რატომ კარგი აგიგია".

           სვეტიცხოვლის ერთ კედელზე გამოკვეთილი არსაკიძის მარჯვენა მნახველს მოაგონებს ხუროთმოძღვრის უკუღმართ ბედს. აღნიშნული გადმოცემა სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვრის შესახებ დაუდო საფუძვლად კონსტანტინე გამსახურდიამ თვის ისტორიულ რომანს "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა".
            მტრის თავდასხმებისაგან თვის დასაცავდ, საქართველოში ტაძრებს ხშირად მიუვალ ადგილას აგებდნენ. ექვთიმე თაყაიშვილი ცდილობდაასეთი ტაძრებიც არ გამორჩენოდა მხედველობიდან. კოლა-ოლთისში მოგზურობისას მას სოლომინისის მღვიმე-ეკლესიაზე მოუსურვებია ასვლა. ასასვლელი მეტად ძნელი იყო. მის ღთანმხლებ ფოტოგრაფს უარი უთქვამს აყოლაზე. ექვთიმე კოჭლი იყო და რა თქმა უნდა, ასვლა გაუჭირდებოდა. მას იქაური მკვიდრნი (მესხები) დახმარებიან და ხელით აუყვანიათ ექვთიმე. ამის შემხედვარე ფოტოგრაფს შრცხვენია და თვითონაც დიდი წვალებით მაღა ასულა. ექვთიმე შემდგომში ხუმრობით იგონებდა: იქაურ მაზრის უფროსს, რომ ჩმი გაჭირვებაშეუტყვია, საფეხურები ამოუჭრევინებია კლდეზე და მიუვალი ეკლესია მისადგომი გაუხდიაო.
             ექვთიმე თაყაიშვილმა ბევრი თავისი აღწერილი ძეგლის გამოცემა მოასწრო. ამასთანავე იგი ცდილობდა ისტორიული ცნობებით გაემდიდრებინა ეს გამოცემები.
             აი, ზოგიერთი ის ისტორიული ძეგლთგანი, რომლებიც ექვთიმე თაყაიშვილმა აღწერა:
             ზ ა რ ზ მ ი ს მონასტერი ახალციხიდან ოცდათხუთმეტი ვერსის მოშორებით მდებარეობს ქვაბლიანის წყლის ხეობაში. გარშემო მთები აკრავს მონასტერს. ძნელი სათმელია, რა უფრო დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს: გარემო თუ ეს შსანიშნავი ნაგებობა.
            ზარზმის მონასტერის შესახებ ცნობებს გვაწვდის ცნობილი ქართველი გეოგრაფი - ვახუშტი ბაგრატიონი. ეს მონასტერი ვახუშტიზე ადრე არსებობდა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა XVI საუკუნის II ნახევარში სამცხე-საათბაგოში თურქებმა ძლად დაიწყეს მოსახლეობის გამაჰმადიანება, ზარზმის მონასტრის მთელი ქონება გადაიტანეს გურიაში, შემოქმედის ეკლესიაში. ზარზმა კი დატოვებულ იქნა. ვახტანგ გურიელმა 1572 წელს შემოქმედის მონასტრის მახლობლად ააგებინა ახალი მონასტერი და მას ზარზმა დაარქვა.
              გურიაში ცხოვრობენ მგალობლიშვილები, რომლთაც მიაწერენ ახალციხის ზარზმის დაარსებას. ისინი პირველად ბალაძები ყოფილან. მათი წინაპარი გურიაში მოუწვევიათ, როგორც მგალობელი და მისი შთამომავალი ამრიგად ცნობილია მგალობლიშვილის გვარიტ. იმის შსახებ, რომ ბალაძეებმა ჩუყარეს საფუძველი ზარზმის მონასტერს, გადმოცემაც არის:

                                         "სამმა ძმამა ბალაძემა
                                          ზარზმას დადვა ბალავერი"...

               ზარზმის მონასტრის აღწერაში გარკვეული დამსახურება მიუძღვით აკადემიკოს მ. ბროსესა და დ. ბაქრაძეს.
               ექვთიმე თაყაიშვილმა ეს მონასტერი საფუძვლიანად შეისწავლა თავისი წარწერებითა და ფრესკებით.
              დღემდე შემორჩენილია გუმბათოვანი ტაძრი და დიდი სამრეკლო. იგი აშენებულია XIV საუკუნეში ბექა ჯაყელის მიერ. ზარზმის ტაძარს მეტად მიმზიდველს ხდის სამხრეთის კარიბჭე, რომელსაც სამი ღია თაღი აქვს.  XVI  საუკუნეში მიტოვებული ტაძრი ჟამთ სვლამ გაცრიცა. ტაძრის მხატვრობა XX საუკუნის დასწყისში იქნა განახლებული, ამჟამად ყველა ის ძვირფასეულობა, რომელიც ზარზმიდან შემოქმედშ გადაიტანეს, იანხება თბილისში, ქართული ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.
               ს ა ფ ა რ ი ს მონასტერი მდებარეობს ქ. ახალციხის სამხრეთ-აღმოსავლეთით შვიდი კილომეტრის მოშორებით. იგი სამცხის მფლობელ ჯაყელთ რეზიდენციას წარმოადგენდა.
               საფარის შენობათაგან უძველესია მიძინების ეკლესია, რომელიც X საუკუნეშია აგებული. სხვა ნაგებობები ყფრო გვიანდელია ( XVI - XVII საუკუნეებისა). თურქების შემოსევის შემდეგ საფარა დაცარიელდა. იგი თურქების ხელში იყო 1828 წლამდე, სანამ ახალციხე კვლავ არ შემოუერთდა საქართველოს. XIX საუკუნეში საფარაში რუსი ბერები დამკვიდრდნენ და სმლოცველოები განაახლეს.
              დღეს საფარა დაცულია, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძგლი ქართული კულტურისა.
              მონასტრის ნაგებობანი მთებშია შეფარებული. დასავლეთის მხრივს მათ ციხე დაჰყურებს. მონასტრის შესასვლელთან, მარცხნივ შმორჩნილია წმინდა სტეფანეს სამლოცველო.
              შვეული კლდის ნაპირზე საგანგებოდ ამოშენებულ ბაქანზე დგას გუმბათოვანი ტაძარი, ე. წ. წმინდა საბა. ტაძარი მდიდრულადაა მოჩუქურთმებული. ტაძრის წარწერებს შორის ერთ-ერთი გვამცნობს, რომ ამშენებელი ხუროთმოძღვარის ფ ა რ ე ზ ს  ე .
              მიძინების ეკლესიის შიგნით მეტად საინტერესოა სვეტისთვების მორთულობა. ამ ეკლესიაში იდგა XI საუკუნის კანკელი შესანიშნავი ჩეუქურთმებითა და რელიეფური ქანდაკებებით. ამ ნაკეთის ზოგიერთი ნაწილი, რომელიც დღემდე შემორჩა, ზელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.
              საფარის ნაგებობანი ხუროთმოძღრების თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია.
              1907 წელს კოლა-ოლთისსა და ჩანგლში თავისი არქეოლოგიური მოგზაურობის დროს ექვთიმე თაყაიშვილმა აღწერა ბანას დიდი, მრგვალი ტაძრი. ბანას ტაძრის ნანგრევები დაცულია ბანას წყლის მარჯვენა ნაპირზე. "ამ წყალზედ, - ამბობს ვახუშტი ბაგრატიონი, - არს ბანა... აქ არს ეკლესია გუნბათიანი, დიდი, მშვენივრად ნაგები, კეთილ-მშვენიერ ადგილს".
             ბანას ეკლესიის აშნების დრო გარკვევით აქვს აღნიშნული ბაგრატიონთა ისტორიკოსს - სუმბატ დავითის ძეს. იგი წერს:  "ადარნასე, ძ დავით კუროპალატისა, დასვეს ქართველთა მეფედ... და ამან ადარნასე, ( 881-923), ძმან დავით მოკლულისმან აღაშნა ბანა"...
            ბანას ტაძარი აშენებულია ზემოთ დავაკებულ მრგვალ ბორცვზე. ეკლესია არის უზარმაზარი ნაგებობა, რომელიც შედგება ერთმანეთთან ჰარმონიულად შეერთებული ნაწილებისაგან, ერთია თვითონ ეკლესია, ხოლო მეორე - შემოსასვლელი.
            შინაგანი ეკლესია ჯვრის გამოსახულებისაა. ჯვრის კუთხეებში ამოყვანილია სამსართულიანი ოთხები, რომლებიც თავიანთი სქელი კედლებით ეკლესიისა ბურჯებსაც შადგენენ.
             ბანას ტაძარი მოუველელობის გამო დროთა განმავლობაში ინგრეოდა. 1881 წელს, როდესაც ის დ. ბაქრაძემ ნახა, ტაძრს მხოლოდ გუმბათი ჰქონდა ჩაქცეული. 1902 წელს, როდესაც ის ექვთიმე თაყაიშვილმა იხილა, ტაძარი უკვე ძალიან დანგრეული იყო, ხოლო 1907 წელს სურათი კიდევ უფრო სამწუხარო იყო: ისიც კი, რაც 1902 წელს ფოტოგრაფირებულ იქნა (ორნამენტები), უკვე ჩამონგრეულიყო.
            ბანას ტაძარი შიგნით ფრესკებით ყოფილა შემკობილი, რომლებიც სხვადასხვა მიზეზთა გამო ძალზე ცუდად შემონახულა.
            ბანას დიდი ტაძრის გვერდით, ჩრდილოეთის მხარეს, პატარა ეკლესიის ნანგრევებია. ამ ეკლესიის გეგმა მეტად ლამაზი და საინტერესოა, კედლები მხოლოდ სანახევროდაა დაცული. ნაშენებია თლილი ქვით.
           ბანას სამხრეთ-აღმოსავლეთით მაღალი კლდოვანი მთაა, რომლის ნაპრალებში მღვიმეები ჩანს. მღვიმეების წინაპარი ქვიტკირის კედლითაა ამოშენებული, კედლებში დატანებულია სარკმლები,ს მღვიმეთ დარბაზები ერთმანეთთა კამარებით არის შეერთებული. ერთ-ერთ მათგანში ბაზილიკური ტიპის ერთფანჯრიანი ეკლესიაა. ბანას მიდამოებში სხვაც ბევრია ასეთი ნაგებობა, რაც ძლიერ საინტერესოს ხდის ამ მხარეს.
           ექვთიმე თაყაიშვილის მიერ 1938 წელს პარიზში გამოქვეყნებულ წიგნში - "არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში 1907 წელს" - სხვა ისტორიულ ძეგლებს  გარდა მოთხრობილია ქალაქ ოლთისისა და მისი ღირსშესანიშნაობების შესახებაც.
           ქალაქი ოლთისი მდებარეობს მდინარე ოლთისის წყლის ორივე ნაპირზე. ძველი ქალაქი, ციხე და შენობათა უმეტესი ნაწილი მარჯვენა ნაპირზეა მოთვსებული. ნაპირები ერთმანეთთან შეერთებულია ხის დიდი ხიდით. ოლთისის ციხე მაღალ კლდოვან გორაკზეა გაშენებული ოთხკუთხედად და მიმართულება აქვს ჩრილოეთიდან სამხრეთისაკენ. შუა ციხეში არის მოედანი. აქვეა სხვადასხვა შენობათა ნაშთები. ერთი მათგანი შიცავს ძველთაღებიან დარბაზს, საიდანაც მიწაში მიდის ქალაქთან დაკავშირებული გვირაბი. მტრის შემოსევისას მოსახლეობა გვირაბს აფარებდა თავს. აქედან ციხეშიც შეიძლებოდა მოხვედრა და თავის დაცვა.
         ოლთისის ციხის მოედნის ჩრდილო-აღმოსავლეთით დარჩნილია ძველი ეკლესიის ნანგრევები. კედლებზე ნათლად ჩანს ფრესკების კვალი. ეს ადგილები უფრო ადრე შეისწავლა დ. ბაქრაძემ და, როგორც ირკვევა, მისი მოგზაურობის დროს უფრო მეტი რამ იყო დაცული, ვიდრე შემდგომ.
         ოლთისის ციხეს დასავლეთის მხრით კიდევ ერთი მოედანი ეკვრის. ამ მოედნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ერთნავიანი ბაზილიკური ნაგებობის ეკლესია დგას. შიგნით სხვადასხვაგვარი ქართული ორნამენტებითაა შემკული. კედლებში ჩატანებულია ქვები, რომლებზედაც ჯვრებია გამოკვეთილი. ამ ეკლესიაში ინახება სომხური ხელნაწერი 1605 წელს არის გადაწერილი, მის ხის ყდაზე შვი ტყავია გადაკრული. სახარება შემკულია ფერადი მინიატურებით.
          ოლთისში არის მაჰმადიანთ სამლოცველო სახლი, ე. წ. მ ი ზ გ ი თ ი, ანუ ჯ ა მ ე, რომელიც საუკეთსოდ ითვლება ყარსის ოლქში. ეს არის ლამაზი, ქართული ჩუქურთმებით შემკული გუმბათიანი შენობა. ჯამეს ხუროთმოძღვარს მთიანად გამოუყენებია ყველა ის ორნამენტი, რაც კი ქართული ხუროთმოძღვრების საუკეთსო ძეგლებს და მათ შორის ბანას ამშვენებს. ჯამეს ირგვლივ გაკეთებული წარწერები მოგვითხრობენ, რომ ძგლი აშენებულია ასლან ფაშის მიერ XVII საუკუნეში. ასლან ფაშა წარმოშობით ქართველი იყო, ათაბაგთა ჩამომავალი. აღმოსავლეთით ჯამეს ასლან ფაშას სასახლე ეკვროდა. ეს სასახლე ექვთიმე თაყაიშვილს აღარ დახვედრია.
           სამხრეთ საქართველოს ერთი დიდი ნაწილი ძველთაგანვე ტაოს სახელით იყო ცნობილი. ეს სახელი აღარ ეწოდება ამ მხარეს, მაგრამ არსებობს დაბა, რომელსაც ტ ა ო ს კ ა რ ი ჰქვია.
           ტაოსკარი მდებარეობს იქ, სადაც ამავე სახელწოდების მდინარე ერთვის სულუჩურის წყალს. ეს ქვაბური ყოველი მხრით შემოზღუდულია მაღალი კლდოვანი მთებით. ტაოსკარის მოსახლეობას, როგორც ექვთიმე თაყაიშვილი გვიამბობს, გამუსლიმანებული ქართველები შეადგენენ.
           ტაოსკარში დაცულია ორი ძველი ქართული ეკლესიის ნანგრევი. უმთავრესი მათ შორის ეკუთვნის მრგვალი რიგირს ეკლსესიათ რიცხვს. მისი გეგმა მეტად ორიგინალურია. გარედან შეძერწილია ლამაზად ნათალი ქვებით. გუმბათის ყელიდან აღმოსავლეთი ნაწილია დარჩნილი ერთი ფანჯრით. ექვთიმე განცვიფრებაში მოსულა, როცა ეს ეკლესია უნახავს; ასეთი ეკლესია საქართველოში სხვა არ მოგვეპოვებაო, - ამბობდა იგი. დიმიტრი ბაქრაძემ ეს ძგლები ინახულა 1881 წელს. მის დროს ფრესკებიც კი ყოფილა დაცული და, როგორც ჩანს, შემდგომში დაზიანებულა.
           ტაოსკარიდან ექვთიმე ოლორში ჩავიდა. გზად გამოუვლია სოფელი კიახი, სადაც თორმეტი გამაჰმადიანებული ქართველი გლეხი უნახავს. აქედან სოფლების - არკუნისისა და კალადიბის გავლით მან ფ ა ნ ა ს კ ე რ ტ ს მიაღწია. ეს იყო ფანასკერტელი ერისთავების სამეფო. ექვთიმე თაყაიშვილი ფიქრობდა, რომ იქ უამრავ სიძველეს ნახავდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა. არათუ ეკლესიები ვერ ნახა, საქართველოს ისტორიაში კარგად ცნობილი ფანასკერტელთა ციხეც დანგრეული დაუხვდა. ფანასკერტში ძველი ეკლესიებისა და ციხის ქვებია მხოლოდ შმორჩენილი. აქედან ექვთიმე თაყაიშვილი მოგზაურობს ხოშევაქნში, კარნავაზში, ულამში, ხოსროში, ანზავში, ბრუნდება ყარსში და ქალაქ ყალიზმანის მახლობლად მდებარე სოფელ ჩანგლში მიემგზავრებს. ექვთიმემ აღწერა ჩანგლის ჯვრის ტიპის ეკლესია, რომლის ქართული წარწერები ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
            ექვთიმე თაყაიშვილის 1907 წლის არქეოლოგიური მოგზაურობა კოლა-ოლთისსა და ჩანგლში მეტად მნიშვნელოვანია. შესწავლილ იქნა დიდი ისტორიული მასალა. მართალია, ბევრი ძგლი უკვე აღწერილი იყო არქეოლოგიურად, მაგრამ ექვთიმეს ძველ აღწერილობაში კორქტივები ჰქონდა და ბევრს ისეთს ახალს ნახულობდა, რასაც ფასდაუდებელი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ისტორიის რიგი საკითხების გაშუქებისათვის.
            ექვთიმე თყაიშვილმა იმოგზაურა და აღწერა:
            კახეთში - ალავერდი, შუამთა, ბოდბე, თლავი, გრემი, იყალთო, ახმეტა და სხვ.
            იმერეთში - საჩხერე, ჯრუჭი, კაცხი, ქუთაისი, გელათი და სხვ.
            სამეგრელოში - მარტვილი, ცაიში, ზუგდიდი, წალენჯიხა, ბანძა, აბაშა, სუჯუნა და სხვ.
            რაჭაში - გლოლა, ჭიორა, ღები, ონი, წესი, მრავალძალი, სხვავა, ბუგეული, ნიკორწმინდა, და სხვ.
            ლეჩხუმ-სვანეთში - ლაბეჭინა, საირმე, ლაჯანა, ორბელი, ლენტეხი, ჩოლერი, ლაშხეთი, უშგული და სხვ.
             1937 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა პარიზში გამოსცა წიგნი "არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს". მან ლეჩხუმ-სვანეთის კულტურის ძეგლების აღწერასთან ერთდ მნიშვნელოვანი დასკვნებიც გააკეთა. წიგნში ძირითადად ქრისტიანული დროის კულტურის ძეგლები განიხილა. ავტორის აზრით, ქრისტიანობა სვანებმა ბიზანტიიდან მიიღეს. როდესაც "აფხაზეთი" და აღმოსავლეთ საქართველო ბაგრატ III ძალაუფლების ქვეშ გაერთიანდა 980_იან წლებში, სვანეთი ერთიანი საქართველოს ნაწილი გახდა (მანამდე დასავლურ-ქართულ (აფხაზთა) სამეფოში შედიოდა). ამის შემდგომ საქართელოს მეფეები დიდ ყურადღებას აქცევდნენ სვანეთს. იგარის ეკლესია დავით დავით აღმაშენებლის მხატვრის მიერ არის ფრესკებით მოხატული. ამავე ეკლესიაში ღვთისმშობლის ხატზე დახატულია დავით V და მოხსენიებულია მისი მეუღლე გვანცა. მუხერის მთავარანგელოზის ხატის წარწერაში ვკითხულობთ: "ადიდენ მეფენი ბაგრატოანნი, დიდნი, და დიდებულნი და ერთობალი საქართელო და ერთობილი სანნი".
             წინათ ფიქრობდნენ, სიმრავლე ჯვარ-ხატისა და ხელნაწერებისა სვანეთში იმით აიხსნებოდა, რომ ნივთებს მტრის შემოსევებისაგან შესანახად და გადასარჩენად ეზიდებოდნენ, მაგრამ ე. თაყაიშვილმა დაამტკიცა, რომ ცხრა მეათედი ჯვარ-ხატებისა თვით სვანეთშია დამზადებული. ამას ნათლად მოწმობენ სვანიზმები წარწერებში. ოქრომჭედლობა სვანეთში დიდად განვითარებული ყოფილა. ე. თაყაიშვილი ხაზგასმით მიუთითებდა სვანეთში არქეოლოგიური გათხრების აუცილებლობაზე და იმედოვნებდა, რომ ეს მხარე უთუოდ მდიდარ მასალას მოგვცემდა.
             ე. თაყაიშვილის არქეოლოგიურ მოგზაურობებს საქართველოს მოსახლეობა ფართოდ უჭერდა მხარს და შეძლებისდაგვარად ხელსაც უწყობდა.
             ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიურ მოგზაურობათა შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში.
                      ექსპედიცია 8 ივლისს გაემგზავრა თბილისიდან და მეორე დღეს და მეორე დღეს ყარსში ჩავიდა. 9 ივლისს ნაშუადღევს ყარსიდან ავტომობილით დაბა მენდერეკისაკენ გაემგზავრნენ. 120 კილომეტრი გზა ვტომობილით 4 საათში დაფარეს და ღამე მენდერეკში გაათიეს. 10 ივლისს მენდერეკიდან აგუნდარის უღელტეხილით  ოლთისში ჩავიდნენ, ხოლო ოლთისიდან ახპუსორის უღელტეხილით თორთუმის ხეობაში მივიდნენ. ასე მიადგნენ ხახულს, საიდანაც დაიწყო ექსპედიციის სამეცნიერო მუშაობა.
         ხახულის წყლის ვიწრო ხეობაში, რომლის სიგრძე სულ 7 კილომეტრია, მდებარეობს სოფელი ხახული. ნიგვზის, მსხლის, ვაშლის, ქლიავ-ჭანჭურის, თუთის ხეხილნარში ჩაფლულა ხისა და ქვის, ბანიანი კოპწია სახლები. აქა-იქ ვაზის ნაშთიცაა, მაგრამ, ჩანს, გატყიურებულია. სოფელში მაჰმადიანი ქართველები, სომხები და  თათრები ცხოვრობენ. შუა ხევში, ხახულის წყლის მარცხენა ნაპირზე, მთის ძირას, თითქოს მთის უბეში შემალულაო, აღმართულია ხახულის მონასტერი, რომელსაც სამხრეთით მწვერვალი დაჰყურებს და არც კი მოჩანს. მონასტრის ეზო დიდია, ქვის დაბალი გალავნით შემოზღუდული. აქ შენობათა მთელი კომპლექსია. მთავარ ტაძარს გარს არტყია მცირე ეკლესიები, რომელთაგან ხუთი გალავნის შიგნთაა, სამი გარეთ. ახლა ამ პატარა ეკლესიების უმრავლესობა დანგრეულია. მაჰმადიანებს  მთავარი ტაძარიც კი ჯამედ გადაუქცევიათ.
          ხახულის ნაგებობათა შორის  ორია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი: დიდი გუმბათიანი ტაძარი, რომელიც დავით დიდი კურაპალატის დროსაა აგებული. X საუკუნის მეორე ნახევარში. მეორე - მთავარი ტაძრის სამხრეთით მდებარე ერთნავიანი ბაზილიკა. ცნობილია მისი აშენების დროც. ექვთიმე იმოწმებს ვახუშტის, რომლის „გეოგრაფიაში“ ნათქვამია შემდეგი: “ხევზედ, შიფაქლუს მთის კალთას, არს ეკლესია-მონასტერი ხახულისა, ყოვლად წმიდის ღვთისმშობლისა, დიდი, გუმბათიანი, დიდ-შუენიერად გებული, შუენიერს, კარგ ადგილს. ეს აღაშენა დავით კურაპალატმან, ბაგრატ მეფის მამობილმან. აქავ არს ეკლესია ფრიად შუენიერი, დიდშენი, რომელი აღაშენა მეფემან დავით. არამედ აწ უქმ-ცალიერ არიან...“
          ექსპედიციამ ექვთიმეს მეთაურობით დაწვრილებით აზომა ყველა ნაგებობა, შეისწავლა, ჩახატა და გადაიღო ტაძრის ევკდერები, გუმბათის ყელი, რომელიც დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს და მდიდარია ორნამენტებითა და წარწერებით, გადაიღო ტაძრის ფასადები და მათი ქანდაკოვან - ჩუქურთმოვანი სამკაული. განსაკუთრებით მდიდარი, ამ მხრივ, სმხრეთი და დასავლეთი ფასადები გამოდგა. ექსპედიციის ახალგაზრდა წევრებმა დიდი მუშაობა გასწიეს გუმბათის ყელის წარწერების გადმოსაღებად.
          ექსპედიციამ გულმოდგინედ შეისწავლა ტაძრის შიგნითა მოხატულობაც და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ იგი შედარებით გვიანდელია. მოხატულობიდან მცირე რამაა შემორჩენილი. საკურთხეველში ჩანან მოციქულები, რომელთაც ხელში სახარება უჭირავთ. აქვეა სხვა წმინდანებიც. შემორჩენილია ქართული ასომთავრული წარწერებიც. აბსიდის ზენიტში  დახატული ყოფილა ღვთისმშობელი მთავარანგელოზები. კარგადაა შენახული ფრესკა-იერუსალიმს მისვლა.
         ასევე გულმოდგინედაა შესწავლილი მონასტრის მცირე ეკლესიებიც. შთაბეჭდილება დიდებულია. ჩანს, აქ ოდესღაც შემოქმედებითი ცხოვრება დუღდა. ექვთიმემ საქართველოს ისტორიის წყაროებიდან კარგად იცის ხახულის ღვაწლი. მონასტრის აღწერის დასკვნაში მეცნიერი საგანგებოდ მიუთითებს: “ხახულის მონასტერი ძველი საქართველოს განათლების ერთ-ერთი კერა იყო. აქედან გამოდიოდნენ გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწენი, ღვთისმეტყველნი, მქადაგებელნი, კალიგრაფები და სხვ. საკმარისია იმის გახსენება, რომ საღმრთო წერილის სახელგანთქმულ მთარგმნელს, გიორგი მთაწმინდელს, პირველდაწყებითი სწავლა, სწორედ ამ მონასტერში მიუღია და აქვე აღკვეცილა ბერად. ჩვენამდე მოაღწია ხახულის მონასტერში გადაწერილმა ხელნაწერმაც.
         ხახულის შემდეგ ექსპედიცია სახელგანთქმულ ოშკის მონასტერს ეწვია. ოშკი თორთუმის წყლის მარცხენა ნაპირას, მაღალი მთის ფერდობზეა გაშენებული, იქ, სადაც მდინარე თორთუმი ტბას შეერთვის. საგულისხმოა: მეათე საუკუნეში, როცა ოშკი ააგეს, ეს ტბა არც არსებულა, იგი მე-18 საუკუნეში გაჩენილა, როცა ძლიერმა მიწისძვრამ ხორს-შაბ-დაღის მთის მწვერვალი მოსწყვიტა და თორთუმის წყალი შეაგუბა. ტბა სიგრძით ცამეტი, სიგანით ორი კილომეტრია.
         წყლის ნაპირიდან ოშკის მონასტრამდე ხუთიკილომეტრია. “აღმართს რომ  შეუდგებით -შენიშნავს ექვთიმე - იგი მოულოდნელად გეცემათ თვალში როგორც ჭაღარა ბუმბერაზი, ბევრი ჭირ-ვარამის გადამხდელი და საკმაოდ დაზიანებული. ეს შთაბეჭდილება ერთი-ორად მატულობს, როდესაც მონასტრის სამხრეთ ეზოდან გადახედავთ თორთუმის წყლის ხეობის დიდებულ სურათს და თორთუმის ტბის დასაწყისს. მთელი ხეობა მოცულია ბაღებით, მდელოთი ხოლო მისი მაღალი ქედების ფერდობები შემოსილია ტყით".
          მონასტერი ფერდობის დავაკებაზეა აგებული და საკმაოდ დიდი ფართობი უჭირავს. ეზოში, ტაძრის დასავლეთის მკლავის გასწვრივ თაღოვანი საძვალე სარდაფია, რომელიც ტაძრის ქვეშ მოქცეულ საძვალეს უერთდბა. ექვთიმეს აზრით, ეს ალბათ საერო პირთათვის იყო განკუთვნილი და ტაოის ზოგიერთი ბაგრატიონიც აქ უნდა იყოს დამარხული. აღმოსავლეთით მონასტერს გასდევს ხრამი, რომელიც დროთა განმავლობაში,როგორც ჩანს, ფართოვდება და ტაძარს ემუქრება. ეს ხრამი ასევე ახლოა მეორე დიდ ნაგებობასთან, სემინარია- საოსტიგნესთან, რომელიც ჩრდილოეთით ეკვრის ოშკის ტაძარს.
          ექსპედიციის წევრებმა პირველ ყოვლისა შეძლებისდაგვარად გაწმინდეს ტაძრის ტერიტორია, დახაზეს ტაძრის გეგმა, გადაიღეს ფასადების მაღალყელიანი გუმბათის ფოტოსურათები, აღწერეს ორნამენტებით შემკული შესანიშნავი ორი სვეტი, რომლებიც  სამხრეთი შტოს უკანასკნელ დასავლეთ მონაკვეთშია მოთავსებული.“ეს ორი სვეტი,-მიუთითებს ექვტიმე,-შემკულია იშვიათი თავისებური ორნამენთებით,ამათი მსგავსი რამ სხვა ქართულ ტაძრებში ცნობილი არ არის“.
           ოშკის ტაძარი მდიდარია ფრესკებით. მაგრამ უძველესი მხატვრობიდან თითქმის არაფერი შემორჩენილა.
          მონასტრის კომპლექსის შესწავლისას ექსპედიციის ყურადღება განსაკუთრებით ტაძრის ჩრდილო მკლავის გაყოლებით  უზარმაზარი სამნავიანი ბაზილიკის ნაგებობამ მიიპყრო. ახლა მისი ნანგრევებია შემორჩენილი, მაგრამ ასედაც დიდ შთაბეჭდილებას ახედნს. რა დანიშნულება ქონდა ამ ვეებერთელა შენობას?-კიტხულობს ექვთიმე.
           „საზოგადოდ ასეთი შენობა, - მიუთითებს მეცნიერი, - საოსტიგნედ ანუ ბერების სასადილო დარბაზად არის მიჩნეული. მაგრამ ეს არ არის სავსებით სწორი. ეს შენობა სასადილოდაც იქნებოდა გამოყენებული და, აგრეთვე, საერთო საკრებულოდ(უმეტესად ზამთარში), მაგრამ უმთავრესად  და უპირველეს ყოვლისა, იგი წარმოადგენდა სასწავლო სემინარიის შენობას, რომელშიც ამზადებდნენ მრავალ საეკლესიო მოღვაწეებს. ასწავლიდნენ მათ წერა-კითხვას, კალიგრაფიას, საღვთისმეტყველო საგნებს, საეკლესიო გალობას, ბერძნულსა და სხვა ენებს, საეკლესიო წეს-კანონებს და სხვ.დიდი გუმბათოვანი დარბაზი განსაკუთრებული იყო წიგნსაცავისათვის და ნამეტნავად კი ხელნაწერთა გადაწერაზე მომუშავეთათვის...
           ძალაუნებურად მაგონდება ის შესანიშნავი ხელნაწერები, რომელნიც აქ არის გადაწერილი, - უთუოდ ამ დარბაზის გვირგვინს ქვეშ-როგორც, მაგალითად, ათონის ივერიის მონასტერში დაცული ეტრატის დაბადება, 978 წელს გადაწერილი; აგრეთვე “სამოთხედ“ წოდებული, ეკლესიებში და მონასტრებში დაცული ხელნაწერები, რომელთა მინაწერები გვაუწყებენ,რომ ისინი ოშკის მონასტერში არიან გადაწერილნი. ცნობილია რომ X საუკუნის მეორე ნახევარში ოშკიდან და ტაო-კლარჯეთის  სხვა მონასტრიდან ზოგიერთი ბერი  გადასახლდა ათონის მონასტერში და მათ თან გადაიტანეს ზვირფასი ქართული ხელნაწერები“.
          ექსპედიციამ დაწვრილებით შეისწავლა ოშკის ტაძრის ასომთავრული წარწერები. წარწერები ბევრი ყოფილა, მაგრამ ნაწილი ჟამთა ვითარებას მოუსპია. ეს წარწერები მრავალ მნიშვნელოვან ცნობას გვაწვდის იმ დროის სამხრეთ საქართველოს ისტორიულ პირთა და თვით მონასტრის აშენების დროისა და მშენებელთა შესახებ. ექვთიმე ამ წარწერების საფუძველზე დაასკვნის, რომ ტაძარი აშენებულია ადარნასე მესამე კურაპალატის ძეთა, ბაგრატ ერისთავთ ერისთავისა და დავით დიდის, ტაოს კურაპალატის მერ. აშენებულია საუკუნის მეორე ნახევარში და დამთავრებულია, არა უგვიანეს, 961 წლისა.
           ექსპედიციამ გადაიღო წარწერათა ფოტოები, ესტამპები, აღწერა მცირე ეკლესიები.
           ექვთიმე დღიურში აღნიშნავს: “ოშკი... დღესაც აოცებს  სიდიდით, სიმაღლითა და ყველა ნაწილების პროპორციულობით, ქანდაკოვანი და აგრეთვე სხვადასხვა პოლიქრომული სამკაულით.
           სიდიდდისა და ქანდაკოვანი სამკაულის მხრივ ეს ტაძარი ტაოში მეორეა ბანას მრგვალი ტაძრის შემდეგ. იგი თავისუფლად აუბამს მხარს ქუთაისის ტაძარს და მცხეთისა და ალავერდის კათედრალებს.
            გეგმა ზოგადად იშხნისგანაა ნასესხები, მაგრამ საგრძნობლად გართულებულია. აქ ჩვენ გვაქვს სამ აფსიდიანი ნაგებობა, ოღონდ ისეთი, რომელსაც ყველა აფსიდის კუთხე მომრგვალებული აქვს და ამიტომ შეგვიძლია ტაძარს მრგვალ-აფსიდიანი ვუწოდოთ“.
           თორთუმის ხეობის ზემო წელში, მთაზე, თორთუმის ციხის მახლობლად გაშენებულია სოფელი ექექი. სოფლის შუაგულში მუქწითელი ფერის ქვითნაშენი ძველი ტაძარია, რომელიც ამჟამად ჯამედაა გადაკეთებული. შიგნიდან ტაძარი შელესილი და შეთეთრებულია, ამიტომ ძველი მხატვრობის კვალი წაშლილია.
            ექსპედიციამ გულმოდგინედ შეისწავლა ხეობის ეს ერთ-ერთი ყველაზე ძელი ნაგებობა. განსაკუთრებით მისი ბერძნული და ქართული წარწერები ადრენ სარქისიანს გადმოუღია. მათზე აზრი გამოუთქვამთ მ. ბროსეს და ადონცს. განსაკუთრებით საინტერესოა ტაძრის დასავლეთით მდგარი შენობის ბერძნული წარწერა.
            ექვთიმეს ვარაუდით წარწერის თარუღი - 1006 - 1007 წლები “ვერას გზით ვერ მიეწერება ექექის მთავარ, გუბბათიანი ტაძრის აშენებას. აღნიშნული თარიღი მხოლოდ იმას მოწმობს, ბროსეს მართებული შენიშვნისა არ იყოს, რომ გრიგოლ პატრიკიოსს ლარისისა და მაკედონის გამგებელს და სტრატეგოსს ექექის მთავარი ტაძრის მახლობლად აუგია მცირე ეკლესია-სამლოცველო, რომელიც შემდეგ მაჰმადიანესბს თავლად გადაუცევიათ. თითქმის იმავე დროს, 1006 წელს, ქართველმა მეფემ, გურგენმა ააშენა მცირე ეკლესია იშხანის ტაძართან. ექექის მთავარი ტაძარი უეჭველად 1007 წელზე ადრეა აგებული. IX საუკუნის ბოლოს ან X დასაწყისში. იგი ოშკისა და ხახულის წინამორბედია. ქართველ ბაგრატიონთა მიერ ტაო-კლარჯეთში წარმოებული ინტენსიური და შესანიშნავი მშენებლობის პერიოდი IX და, განსაკუთრებით, X საუკუნეზე მოდის. X საუკუნის ბოლოს კი ეს მშენებლობა წყდება, ვინაიდან საქართველოსა და აფხაზეთის მთლიან სახელმწიფოდ გაერთიანების შემდეგ პოლიტიკური ცხოვრების ცენტრი დასავლეთ საქართველოში გადადის და ქუთაისი იქცევა დედაქალაქად გაერთიანებული ქვეყნისა, რომელსაც მას აქეთ საქართველო ეწოდება.
           გზადაგზა ექსპედიციის წევრებმა დაათვალიერეს და აღწერეს სოხთოროთის, ისის, სუხბეჩის ეკლესიები.
           ოშკიდან თორთუმის ხეობის გავლით ექსპედიცია იშხანში გამეგზავრა. იშხნისაკენ იმ დროისთვის ორი გზა (უფრო სწორედ ორი ბილიკი) მიდიოდა, ერთი  თორთუმის ტბის მარჯვენა ნაპირის გაყოლებით, მეორე-მარცხენისა. ექსპედიციის ყველა წევრი, გარდა ერთისა მარცხენა ნაპირს გაჰყვა, ერთი წევრი მარჯვენას, რათა გაერკვია, იყო თუ არა იმ  მხარეს ეკლესიის ნანგრევები. მართლაც, ტბის მარჯვენა ნაპირზე აღმოჩნდა ნაშთი ძველი ეკლესიისა.
           ექსპედიციამ ყველაზე დიდი დრო მოანდომა და გულმოდგინედ შეისწავლა იშხნის საეპისკოპოსო ტაძარი .ეს ტაძარი ტაოში მდებაეობს, სოფელ იშხანში, ოლთისის წყლის მარჯვენა ნაპირზე.
           იშხნის მოსახლეობა გამაჰმადიანებული ქართველებია, მესხები. იმ დროისათვის ზოგ მოხუცს ქართული ესმოდა კიდეც. ტაძარი სოფლის დასავლეთით, მაღალ პლატოზე მდებარეობს. მისი ხედი სოფ. ლოქის ზეკარიდანაც კარგად მოჩანს.
           ექვთიმეს დაკვირვებით იმ  ადგილს, სადაც ახლა იშხნის საყდარია, წინადაც არსებობდა საეპისკოპოსო ტაძარი, რომელიც მართმადიდებელ ნერსე ეპისკოპოსს აუგია VII  საუკ. პირველ ნახევარში.
           ეს ტაძარი დანგრეულა და IX საუკ. პირველ ნახევარში, ძველის ნანგრევებზე ახალი აუშენებიათ. მშენებლობა გრიგოლ ხანძთელის მოწაფის საბას სახელთანაა დაკავშირებული. ყველაფერი ეს გაირკვა მას შენდეგ, როცა ნიკო მარმა გიორგი მერჩულის შესანიშნავი  მოთხრობა „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ აღმოაჩინა. როგორც წარწერებშია მოთხრობილი, ტაძარი გიორგი პირველის და ბაგრატ მეოთხე კურაპალატის დროს განუახლებიათ. ექსპედიციამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია იმას, რომ ტაოს ეს ერთადერთი უძველესი, მეშვიდე საუკუნის პირველი ნახევრის ნაგებობის ნაშთი, ე. ი. გადარჩენილი სვეტნარი ჯეროვნად და დეტალურად ყოფილიყო ახაზული და ფოტოგრაფიულად გადაღებული, “საბედნიეროდ ეს საქმე კარგად მოგვარდაო " - აღნიშნავს ექვთიმე.
           მრავალ წარწერათა შორის, რომლებიც ექსპედიციის წევრებმა აღმოაჩინეს და გადმოწერეს, ექვთიმე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ჩრდილო ევკდერის წარწერას ანიჭებს.
           „ეს შესანიშნავი წარწერა-აღნიშნავს ექვთიმე - მრავალმხრივ არის საყურადღებო. პირველყოვლისა, მისი სახით ეხლა გვაქვს იშხანის უძველესი წარწერა ჩვენამდე მოღწეული. იგი ნ. სარგისიანს ვერ შეუნიშნავს და ამრიგად, ჩვენი ექსპედიციის აღმოჩენას წარმოადგენს. მასში მოხსენებული ადარნესე, ანუ ადარნასე, არის ადარნასე II ტაოს ბაგრატიონთა შტოისა, პირველი ქართველთა მეფე ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შორის (888-923), კუროპალატ-ქმნილი ლეონ ბრძენის მიერ, ბანას შესანიშნავი ტაძრის აღმშენებელი და კარგად ცნობილი როგორც ქართულ, ისე ბიზანტიურ და სომხურ ისტორიაში... ამას გარდა ჩვენს ნაწარმოებში ჩამოთვლილია ოთხივე შვილი ადარნასე II ქართველთა მეფისა, რომელნიც კარგად არიან ცნობილნი სუმბატის ქრონიკის მიხედვით. ეს გარემოება ერთხელ კიდე  მოწმობს, თუ რამდენად სწორია სუმბატის გენეალოგიური ცნობები“.
           ექსპედიციამ დაწვრილებით აღწერა საყდრის ფასადები, გუმბათის ყელი. რომელსაც განსაკუთრებული შთაბჭდილება მოუხდენია მეცნიერებზე. იგი „ამშვენებს იშხანის ტაძარს და მოწმობს, თუ როგორ განვითარებული  ყოფილა ქართული ჩუქურთმა - ორნამენტი XI საუკუნის პირველ ნახევარში ბაგარტ IV_ის დროს.“ ასევე მშვენიერი ფრესკული მხატვრობით ყოფილა შემკული იშხნის ტაძრის შიგნითა კედლები, მაგრამ მცირეოდენი ნაშთების გარდა, ყველაფერი მოსპობილია. ექვთიმეს იშხნის მოხატულობა-შემკულობის გაცნობამ მოაგონა მუსლიმანური ნათქვამი - „სახელგანთქმულია სილამაზე ოშკის ტაძრისა, ადგილმდებარეობა ხახულისა და მხატვრობა იშხნიასაო“. „განსაკუთრებილია მაინც გუმბათის ცაში წარმოდგენილი ფრიად მდიდრული ორნამენტებით მორთული ჯვარი, რომელიც ოთხფრთა გაშლილ ანგელოზს მოაქვს ცაში“.
          ექსპედიციის ყურადღება მიიპყრო იშხანის ტაძრის გვერდი პატარა, ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევმა. ეს ეკკლესია გურგენ მეფეთა მეფის მიერ ყოფილა აშენებული 1006 წელს.“მისი კედლების საგანგებოდ ნაშენობა წმიდით ნათალი, სხვადასხვა ფერი ქვით და უაღრესად საუცხოო შემკულობა მის ჩრდილო კარისა და ორთავე სარკმლისა, ცხადად მოწმობენ, რომ ეს ეკლესია სამაგალითო ყოფილა. ამ ტიპის ეკლესიებს დიდი სიმრავლით მოუწევიათ ჩვენამდის, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ შეედრება გურგენის ნაგებობას“ - ასკვნის მეცნიერი.
          იშხანში მუშამობის დასრულების შემდეგ ექვთიმე და ინჟინერი კალგინი იძულებული გახდნენ თბილიში დაბრუნებულიყვნენ, რადგან შვებულების ვადა ამოიწურა. ექსპდიციის ორი წევრი ექვთიმემ ოთხთა ეკლესიაში და პარხალში მიავლინა წინასწარი გამოკვლევების ჩასატარებლად. ექვთიმეს იმედი ჰქონდა, რომ შემდეგ წელს აუცილებლად მოაწყობდა ექსპედიციას სამხრეათ საქართველოში  და იშხანიდან ბაიბურთამდე მნიშვნელოვან ძეგლებს შეისწავლიდა. მაგრამ 1918 წელის დასაწყისში ვითარება შეიცვალა, თურქეთის ჯარებმა მთელი ეს ტერიტორია დაიკავეს, ხოლო 1918 წლის მაისი, ბათუმის ხელშეკრულებით, რომელიც მენშევიკურმა სეპარატულად დასდო გერმანიასთან და თავისი შედეგებით ბრესტის ზავზე გაცილებით მძიმე იყო, ეს ადგილები თურქეთ დაუნარჩუნა. ახალ ექსპედიციაზე ოცნებაც არ შეიძლებოდა. კიდევ კარგი, რომ ექსპედიციის დანარჩენმა წევრებმა დაკისრებული საქმე კარგდ შეასრულეს .ოთხთა ეკლესიის პარხლის გეგმა და დაწვრილებითი აღწერა ჩამოუტანეს ექვთიმეს.
        ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიურმა მოგზაურობებმა მეტად დიდი როლი შეასრულეს ჩვენი კუტურის ძეგლების აღწერისა და შესწავლის საქმეში. თვით მკვლევარი ყოველ არქეოლოგიურ მონაპოვარს დიდი გულისყურითა და მზრუნველობით ეპყრობოდა. იგი თავს ევლებოდა იმ დიდ განძეულობას, რომელიც საქართველოდან იყო გატანილი და სწორედ მანვე ჩამოიტანა მთელი სისრულით ეს სწორუპოვარი ძეგლები ქართულ კულტურას. ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი საქართველოს არქეოლოგიაში მეტად დიდია. იგი იყო პირველი ქართველი არქეოლოგი, რომელმაც მეტად მნიშვნელვანი და სერიოზული  მუშაობა ჩაატარა საქართველოს ისტორიის კვლევის საქმეში.
         ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიური მოგზაურობანი - ეს პატრიოტი ქართველი მეცნიერის სამშობლოსა და მისი კულტურის უსაზღვრო სიყვარულით შთაგონებული საქმიანობაა.
           

         

No comments:

Post a Comment