2/26/2013

თამარის საფლავის საიდუმლოება


                                   თამარის საფლავის საიდუმლოება

       1920 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება მიიღო. მან მთავრობისგან გელათის ტაძარში გათხრების ნებართვა გამოითხოვა. იმავდროულად, ქუთაისში შხვდა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ ნაზარის და მისგან კურთხევა მიიღო. ეს იყო პირველი და ერთადერთი მცდელობა, მოეძებნათ თამარ მეფის გასაიდუმლოებული აკლდამა. საერთოდ, წმიდა ექვთიმემ რამდენჯერმე მოინახულა გელათის მონასტერი. მეცნიერის არქივში ამის ამსახველი არაერთი ჩანაწერი არსებობს. მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ჩანაწერებისა დღემდე გამოუქვეყნებელია.
     
         ექვთიმე თაყაიშვილის არქივში გელათისადმი მიძღვნილ მასალათა შორის თვალში საცემია მისი შავი ჩანაწერი "გელათი, 1920 წლის 26 ივლისი. თამარის ეგვტერი". შემდგომ გვერდზე ავტორს მიუწერია: "გელათი.1920 წელი. იმერეთის დედოფლის თამარის ეგვტერი. ეს საფლავი შემოწმებული 1920 წელს". ამას მოჰყვება გაკრული ხელით ქართულად და რუსულად წარმოებული რამდენიმეგვერდიანი ჩანაწერი, რომელშიც აღეწრილია მეცნიერის მიერ გელათში წარმართული გათხრების დეტალები. გელათში მასშტაბური გათხრების ჩატარების იდეა 1920 წლამდე დიმიტრი ბაქრაძესაც ჰქონია. ს.ღოღობერიძემ ერთ-ერთ ნაშრომში აღნიშნა: "სა,წუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი საფლავი დიდის მეფის თამარისა. განსვენებული დ. ბაქრაძ იმ აზრის იყო, რომ თამარი გელათში უნდა ესვენოს, და კიდეც გამოითხოვა ნებართვა იმერეთის ეპისკოპოზის გაბრიელისაგან იმის სამარხის სამარხის საძიებლად და იატაკის აღებას აპირებდა გელათში. მაგრამ სიკვდილმა აღარ დააცალა და ვეღარ მოასწრო თავის სურვილი აღსრულება". ამის შემდეგ ეს იდეა თითქოს მიივიწყეს. 1920 წელს კი ექვთიმე თაყაიშვილმა, იმერეთის სამღვდელოებასთან შეთანხმებით, გელათში თამარის ეგვტერში ერთი საფლავი გახსნა. ექვთიმესეულ ჩანაწერებში აღნიშნულია: "სასაფლაო, თამარისად წოდებული, დასავლეთ ჩრდილოეთის კუთხესთან არის, ეგუტერისა და აქ დასავლეთის კედელს განჯინა აქვს განიერი. მეორე სასაფლაო არის აღმოსავლეთის მხრით კდელის ძირში კანკელის მახლობლად.
         კანკელი ეგუტერისა ხისაა, უბრალო; ეგუტერს შემოსავალი აქვს სამხრეთის კარის ბჭიდან. სარკმელი აქვს აღმოსავლეთით და საკურთხეველში და სამხრეთის კედელში.
         სამხრეთის კარიბჭ უწინ მოხატული ყოფილა. დღს კი ფრესკათა ფრაგმენტებიღაა გადარჩენილი. მის მარჯვნივ თამარის ეგვტერია, მარცხნივ კი წმინდა მარინესი. თმარის ეგვტერის ოთკუთხედი ნაწილის ფართობი 17,6 კვმ-ია. აღმოსავლეთით აქვს მას ნახევრად მომრგვალებული საკურთეველი (მისი  განია 3.8 მ, ხოლო სიღრმე ცენტრიდან _ 2 მ). აქვს სამი სარკმელი: ერთი აღმოსავლეთის ნახევრად მომრგვალებულ კედელშია გამოჭრილი, ორიც სამხრეთის კედელში. მათგან შემოსული სინათლე მთელს ეგვტერს ანათებს და მზიან ამინდში ყველა ფრესკა კარგად მოჩანს. ახლა იქ აღარც კანკელია და აღარც სამლოცველო. ინვენტარიც იქიდან გატანილია".
         როგორც ამ ჩანაწერიდან ჩანს, "კომისიას" გაუხსნია ერთი საფლავი, ფრესკის ძირში მდებარე. ეს დასტურდება ექვთიმე თაყაიშვილის გათხრებისას წარმოებულ შავი ჩანაწერების საფუძველზეც. მასში ვკითხულოთ: "ქვის ზომა თამარის საფლავისა: სიგრძ 1 მეტრი და 86 მეტრი სანტიმეტრი. კედლიდან მეორე საფლავის ქვის ზომა: სიგრძე 1 მეტრი და 90 სანტიმეტრი, განი 96 სანტიმეტრი.
        გავხსენით საფკავი!
        კედლები საფლავისა ამოშენებულია გათლილის ქვებით..." ამას მოსდევს ამოსვენებული ძვლების დეტალური აღწერა. მეორე საფლავის გახსნაზე ექვთიმეს ჩანაწერებში არაფერია ნათქვამი.
         ამდენად, ექვთიმემ თამარის ეგვტერში ნახა ერთი აკლდამა, რომელშიც ოთხი მიცვალებული აღმოჩნდა. ამის შემდეგ მან მუშაობა შეწყვიტა. ექვთიმეს არ გაუთხრია თამარის ეგვტერში მოთავსებული სხვა საფლევები. რამდენად მართალია ის ვერსია, რომ თითქოს სამღვდელოებამ მას ცილი დასწამა, გელათის საფლავებში ოქროს ეძებსო, ამის გადამოწმება დღს ძნელია. ჩვენ კი გელათში თამარის აკლდამის შსწავლისას გვიამბეს, რომ მუშაობისას, შესვენების ჟამს იქ მყოფთ წაუკითხავთ გელათის ჩრფილოეთ მინაშენის კარიბჭეში დაკრძალული ზაქარია ქვარიანის საფლავის ქვაზე გაკეთებული წარწერა: "ქ. ღმერთო შიწყალე კათალიკოზი ზაქარია. ესე საფლავი ჩემი არის და ვინცა ეს ჩემს უკან გახსნას, შეჩვენებულ იყოს..." ამ წყევლა-კრულვისა მუშებს შეშინებიათ და თამარის ეგვტერშ გათხრები შეუწყვეტიათ. სამწუხაროდ, ამ გადმოცემის სისწორეც ვერ გადავამოწმეთ. ფაქტი ერთია, დიდი სამზადისის მიუხედავად, დღემდე დაუდგენელ რაღაც მიზეზთა გამო, ექვთიმე თაყაიშვილმა გელათში გათხრები შეწყვიტა. თამარის საფლავის საიდუმლო კვლავ ამოუხსნელი დარჩა.
         თამარის საფლავის ძიება მკვლევარს ორ კარდინალურად გასხვავებულ მოსაზრებამდე მიიყვანს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ორივეს არსებობის უფლება აქვს. ქართველი თაობები საუკუნეებია ეძბენ სათაყვანებელი მეფექალის საფლავს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ კონკრეტული ნაბიჯი მხოლოდ ერთხელ გადაიდგა - ექვთიმე თაყაიშვილის მიერ. მანაც, საწმუხაროდ, საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. ვიდრე თამარის საფლავის გასაიდუმლოების ვერსიას მივიღებთ, ბუნებრივია, ჯერ თავად საფლავის მოძიების საქმეში კონკრეტული ნაბიჯი უნდა გადავდგათ. ამისთვის კი საჭიროა არქეოლოგიური გათხრების წარმოება გელათში.
          ჩვენ წინაშე ორი ვარაუდია. ერთის მიხედვით, თამარი დასაფლავებულია გელათის მონასტრის მთავარ ტაძარში ან თავისივე სახელობის ეგვტერში, ან არადა, წმინდანად შერაცხვის შემდეგ, მისი ნაწილები საკურთხეველში გადააბრძანეს.
          მეორე აზრით კი, თამარი მართლაც იყო დასაფლავებული ღვთისმშობლის ეკლესიის სამხრეთ მინაშენში, მაგრამ  მტრის შემოსევის შიშით იქიდან ფარულად გადაუსვენებიათ.
          თამარის საფლავის ძიებისას არსებულ მასალას გელათის მონასტრამდე მივყავართ. ასე რომ, ამჟამად ერთი რამ ცალსახად შიძლება ითქვას: თამარი გელათშია დასაფლავებული და მისი აკლდამაც აქ არის საძიებელი.

No comments:

Post a Comment